ბოლო პერიოდში კომპანია BMW აქტიურად თანამშრომლობს Formula-E-ს ჯგუფთან, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანულ ბრენდს გადაწყვეტილი აქვს მონაწილეობა მიიღოს Formula-E-ს მიერ გამართულ 2018 წლის აქტივობებში.
ამის შესახებ BMW-ს საგზაო მონიტორინგის დირექტორმა იენს მარკვარდმა გამოცემა Motorsport-თან ინტერვიუში განაცხადა.
გამოცემასთან ინტერვიუმდე მარკვარდმა დაადასტურა კომპანიის თანამშრომლობა ერთ-ერთ ჯგუფთან, რომელიც Andretti-ის სახელითაა ცნობილი და ასევე Foruma-E-ს აქტივობაში ჩართვაც დააანონსა.
გერმანული ავტომწარმოებლისა და Andretti-ს გაერთიანებით შექმნილი ჯგუფის სახელი ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა.
ერთადერთი, ცნობილია მათი გაერთიანება, როგორც ერთი წარმომადგენლისა, ხოლო დამატებითი ინფორმაციის სახით, მარკვარდმა განაცხადა, რომ BMW საინჟინრო საქმიანობებშიც აქტიურად ჩაერთვება.