LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-მ 8-series-ის ახალი კუპეს გამოცდა დაიწყო

69

კომპანია BMW-მ ახალი საგზაო კუპეს გამოცდა დაიწყო, რომელიც 8-Series-ის საფინალო მოდელი იქნება. პროტოტიპის პირველი ჯაშუშური ფოტოები გამოცემა Autoevolution-მა გაავრცელა. ბავარიული კომპანია 8-Series-ის ხელახალი აღორძინებისთვის ძალებს არ იშურებს. გერმანელებმა უკვე დაარეგისტრირეს რამდენიმე მოდელი სამომავლოდ განახლებული ოჯახისთვის, ესენია: 825, 830, 835, 850, 860, M850 და M8.

მე-8 სერიის ახალი წარმომადგენელი აიგება მოდულურ შასიზე – CLAR, რომელიც 7-Series-ის ფლაგმანურ სედანში იყო გამოყენებული. როგორც ცნობილია, კუპე, რომელიც 2019 წლისკენ გამოჩნდება, Mercedes-Benz S-Class-ის პირდაპირი კონკურენტი იქნება.

არაა გამორიცხული, რომ 8-Series-ში კომპანია კონცეპტუალური კუპეს Gran Lusso-ს (2013 წლის მოდელი) სტილს გაიმეორებს. განახლებული სერიის ახალი წარმომადგენელი 544 სიმძლავრის აგრეგატით V12-ითა და რვასიჩქარიანი ავტომატით წარმოგვიდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები