LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW Mercedes-Maybach-ის კონკურტენს ამზადებს

39

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპანია BMW სერიულ წარმოებაში მდიდრული ავტომობილის ჩაშვებას აპირებს, რომელიც სპეციალურად Mercedes-Maybach-თან საკონკურენციოდ დამზადდება. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური პრესა, კომპანია BMW-ს ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტის უფროსის კლაუს ფროილიხის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

”რამდენიმე კონკურენტის მსგავსად, ჩვენც ვაპირებთ ჩვენი სეგმენტის გაფართოვებას და ისეთი მდიდრული ავტომობილების დამზადებას, რომელთა ღირებულებაც მინიმუმ 150ათასი ევრო იქნება. ზოგიერთი კომპანია, ერთი და იმავე ავტომობილის სხვადასხვა ვერსიას ამზადებს, რაც ჩემი აზრით, შეცდომაა. ჩვენ ასე არ მოვიქცევით”. –  აცხადებს ფროილიხი.

ამ დროისათვის BMW-ს ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი 7 Series  750Li xDrive გახლავთ, რომლის ღირებულებაც 115 ათას ევროს შეადგენს. მისი სიმძლავრე კი 450 ცხენის ძალაა. აღსანიშნავია, რომ ჟენევის ავტოშოუზე ამ ავტომობილის ახალი ვერსია M760Li-ც გამოჩნდა, რომლის სიმძლავრეც 600 ცხენის ძალაა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, BMW-ს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი, რომელსაც სავარაუდოდ 9 Series ეწოდება და 2019 წელს გამოჩნდება. ახალი ავტომობილის კაპოტქვეშ ჰიბრიდული ძრავი მოთავსდება, ამასთან ერთად წარმოდგენილი იქნება V8 და V12 ტიპის ტურბინირებული ძრავებიც…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები