LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-ს ახალი კონცეპტი ძარის ფერს ღილაკზე თითის დაჭერით შეიცვლის

125
bmwnews

ელექტრონიკის მომხმარებელთა გამოფენაზე Consumer Electronics Show (CES), რომელიც 2022 წლის იანვრისთვისაა დაგეგმილი, BMW უჩვეულო შოუ-ქარს წარადგენს. როგორც გამოცემა Motor1 წერს, ავტომობილს ძარის ფერის ცვლილება ღილაკზე თითის დაჭერით შეუძლია. გარდა ამისა, CES-ზე ელექტრონული კროსოვერის iX-ის დებიუტი და კიდევ ერთი მაღალტექნოლოგიური სიახლის პრეზენტაციაა დაგეგმილი.

მომავალი პრემიერის შესახებ დეტალები ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება. ძარის ფერი მთელ სიგრძეზე თანმიმდევრულად შეიცვლება. თუ როგორ მუშაობს ეს ფუნქცია და როგორი იქნება შოუ-ქარის ფერთა გამა, ამ საიდუმლოებებს ბავარიელები მხოლოდ გამოფენაზე გაამხელენ.

CES-ზე ისინი ასევე ელემენტიან iX-საც წარადგენენ. გავრცელებული ჭორების მიხედვით, სპორტული კროსოვერი 600 ცხენის ძალის სიმძლავრეს მიიღებს და 0-დან 100 კმ-ს განვითარებას დაახლოებით 4 წამში შეძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები