LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW უნგრეთში უზარმაზარ მზის ფერმას ააშენებს

107
BMW უნგრეთში უზარმაზარ მზის ფერმას ააშენებს

გერმანელი ავტო მწარმოებელი უნგრეთის ქალაქ დებრეცენში მზის ელექტროსადგურს ააშენებს. BMW-ს ახალი ქმნილება მთელი ქვეყნის მასშტაბით უდიდესი იქნება.

სადგური კომპანიის იმ ქარხანაში განთავსდება, რომელიც ელექტრომობილების აწყობითაა დაკავებული. ფერმა იმდენივე ტერიტორიას დაიკავებს, რამდენიც 71 საფეხბურთო მოედანს დასჭირდებოდა. ამ ტერიტორიაზე 71 ათას მზის პანელს დადგამენ და მათი ნაწილი ქარხნის სახურავზეც განთავსდება.

ენერგია, რომელსაც მზის პანელი აწარმოებს, 20 ათასი სახლის უზრუნველსაყოფად იქნება საკმარისი.

პროექტის დასრულება 2025 წლისთვის იგეგმება და ქარხანაც ამ მომენტიდან დაიწყებს მუშაობას.

საინტერესოა, რომ ამჟამად უნგრეთში 278 ათასი სახლის და 3,5 ათასამდე საწარმოო ელექტრო-სადგური ფუნქციონირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები