LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოატენგი: მანჩესტერ იუნაიტედი ბაიერნზე დიდი კლუბი არ არის

19

მიუნხენის ”ბაიერნის” ფეხბურთელი ჟერომ ბოატენგი  ბასტიან შვაინშტაიგერის ნათქვამს, ”მანჩესტერ “იუნაიტედი” “ბაიერნზე” დიდი კლუბია” გამოეხმაურა.

“ვფიქრობ, ის ასე არ მიიჩნევს. მჯერა, რომ ის ამაში საერთაშორისო ყურადღებას გულისხმობდა. ის ამ დროს ამერიკაში იყო “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად, რომელიც ასე ხშირად მოგზაურობს და შესაძლოა იმიტომაა იქ უფრო ცნობილი. “ბაიერნმა” კი ამის პრაქტიკა ახლახანს დაიწყო.

ნებისმიერ შემთხვევაში, არ მიმაჩნია, რომ “ემიუ” “ბაიერნზე” დიდია” , – განაცხადა ბოატენგმა.

შეგახსენებთ, რომ ბასტიან შვაინშტაიგერი ”ბაიერნის” აღზრდილია და მთელი მისი კარიერა მხოლოდ ”რეკორდმაისტერის” რიგებში უთამაშია და ყველაფერი მოუგია მიუნხენური კლუბის მაისურით, გასულ ზაფხულს კი იგი მანჩესტერ ”იუნაიტედს” მიაშურა და ინგლისურ კლუბში გადავლიდან რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ ”იუნაიტედი” უფრო დიდი კლუბია ვიდრე ”ბაიერნი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები