LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოჭორიშვილის კლინიკაში 24 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 2 ახალშობილია

94
bochorishvilis-klinika

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 370-მდე გაიზარდა. კოვიდინფიცირებულების მიმღები კლინიკები დღეს დილიდან ტრადიციულ ყოველდღიურ ბრიფინგს მართავენ და განცხადებებს ავრცელებენ. საავადმყოფოს წარმომადგენლები საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას პაციენტების ჯანმრთელობის შესახებ. დღეის მდგომარეობით კორონავირუსით დაინფიცირებული 24 პაციენტი მკურნალობს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში. ამის შესახებ ჟურნალისტებთან კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ისაუბრა. მაკა სოლოღაშვილის განმარტებით, დაავადებულ პაციენტებს შორის ორი ახალშობილია. მისი თქმით, ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მათ შორის 9 პაციენტი კვლავ საყურადღებოდ რჩება.

ინფექციურ საავადმყოფოში ქობულეთის კლასტერიდან 6 ბავშვი მკურნალობს – მარინა ეზუგბაია მოსახლეობას მოუწოდებს გამკაცრებული ზომები შეასრულონ

„დღეს ბოქსირებულ ნაწილში მკურნალობს 51 პაციენტი, აქედან 24 არის Covid-19-ით დადასტურებული. დამატებულია 2 პაციენტი, ჩვენს კლინიკაში გამოვლენილი არცერთი არაა, ორივე არის გადმოყვანილი. 18 წლამდე ასაკის პაციენტები არიან 7-ნი. კვლევაში ჩართვას 15 პაციენტი ელოდება. 9 პაციენტია კვლავ საყურადღებო. ახალი პაციენტები მედიცინის ცენტრიდან გუშინ დაგვემატა”, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში – 370

 

magti 5g