LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოკერია: „ოცნების“ „სპიკერებმა“ დაიწყეს სასოწარკვეთის ქადაგება, რომ თურმე როგორ ტყუილად ჩახოცა ზელენსკიმ საკუთარი ხალხი ქვეყანაში და რომ ნეიტრალიტეტი არის ერთადერთი ხსნა

124
გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტია საზოგადოებას ხვალ იმ პროპაგანდისტული განცხადებების კრებულს წარუდგენს, სადაც მისი თქმით, ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფები პუტინის უძლეველობას და მასთან შეგუების აუცილებლობის იდეას კულტივირებენ.

„ოდნავ უტრირებული მაგალითი რომ მოვიყვანოთ თუ როგორ ექცევა პუტინისტური პროპაგანდა უკრაინას და ზელენსკის აბრალებს ფაშისტობას, ოღონდ თვითონ არის ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი, ღიად თან, „ოცნების“ პროპაგანდა ძალიან ჰგავს მას. ამ გუნდის სპიკერებმა სოციალურ მედიაში და ტელევიზიითაც დაიწყეს კამპანია, როგორ არის ნეიტრალიტეტი ხსნა.

პრეზიდენტი ზელენსკი სულ სხვა ორმხრივი გარანტიების კონტექსტში ახსენებს მას. „ქართული ოცნების“ სპიკერებმა აქ ეს ამოიღეს და დაიწყეს სასოწარკვეთის ქადაგება, რომ თურმე როგორ ტყუილად ჩახოცა ზელენსკიმ საკუთარი ხალხი ქვეყანაში, ახლა როცა ამ კამპანიას მოყვა საზოგადოების რეაქცია, უბრალოდ ისროლეს ბრალდება, რომ ოპოზიციამ აღარ გავაგრძელოთ ამაზე საუბარი. სრულ აბსურდში გვამყოფებენ. ჩვენ, „ევროპულმა საქართველომ“ შევკრიბეთ ეს ყველაფერი და ხვალ წარვუდგენთ საზოგადოებას ვინ ლაპარაკობდა ამ ყველაფერს, ვინ კულტივირებდა ამ აზრს, ვინ ეწევა პროპაგანდას პუტინის უძლეველობის და ამასთან შეგუების აუცილებლობის და ვინ ისვრის ქვებს ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.“– განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ნეიტრალიტეტი ჩვენთვის, დღეს და ახლა, ნიშნავს რუსეთში დაბრუნებას, განუვითარებლობას, მონობას – ჯაფარიძე

მდინარაძე: საგარეო ურთიერთობებზე ენმ-ის და მისი დანაყოფების არცერთ ინიციატივას აღარ განვიხილავთ

თალაკვაძე: მზად ვართ, პარტნიორებთან ერთად განვიხილოთ, რისი გაკეთება შეიძლება, რომ საქართველოს ჰქონდეს უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები