LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოკუჩავა: „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოდან 800 000 მოქალაქე წავიდა.. იძულებით ემიგრაციას კატასტროფული ფასები და უმუშევრობა იწვევს“

180
თინა ბოკუჩავა

„საქართველოს ყოველი მესამე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს, ამიტომ, დღეს ივანიშვილთან, მის პარტიასთან, მის მთავრობასთან და პირადად, პრემიერ-მინისტრთან გვაქვს ერთადერთი კითხვა: „რა იწვევს იძულებით ემიგრაციას?“ – ამ კითხვით მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისიტყვით გამოსვლის დროს უმრავლესობის დეპუტატებს.

ბოკუჩავას თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ – 2012 წლიდან დღემდე, ქვეყნიდან საქართველოს 800 ათასი მოქალაქე წავიდა:

„რა იწვევს მასობრივ ემიგრაციას? 2012 წლის, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოდან 800 ათასი მოქალაქე წავიდა. მხოლოდ 2022 წელს, 30 ათასმა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მხოლოდ იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა გასამმაგდა ბოლო ათი წლის განმავლობაში. ამ დროს კი საქართველოში იცლება ოჯახები, იცლება სოფლები და ქალაქები.

დასმულ კითხვაზე, მთავრობის მხრიდან, სავარაუდოდ, კვლავ დუმილს ან ცინიზმს მივიღებთ. სიმართლე კი ისაა, რომ იძულებით ემიგრაციას საქართველოში ფასების კატასტროფული ზრდა და უმუშევრობა იწვევს. ეს არის მწარე რეალობა, რომელსაც ადამიანები იძულებითი ემიგრაციით გაურბიან. ივანიშვილის პირობებში ეკონომიკა მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის და მისი კორუმპირებული კლანის ინტერესებზე მუშაობს, ხალხისთვის კი, იზრდება მხოლოდ და მხოლოდ ფასები საკვებ პროდუქტებზე, მედიკამენტებზე თუ საწვავზე.

ჩვენი ამოცანაა, იძულებით ემიგრაციაში მყოფი ადამიანები საქართველოში დავაბრუნოთ. აქ შევქმნათ მაღალი, ღირსეული, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. ჩვენი ამოცანაა, რომ გავამთლიანოთ ოჯახები და ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდებს, საკუთარი თავის რეალიზება ჰქონდეთ აქ. ევროპულ ქვეყნებში ემიგრაციაში მყოფთა თითქმის 70 % ქალია. ყოველდღიურად დედებს უწევთ უმძიმესი არჩევანის გაკეთება, სიღარიბეში გაზარდონ შვილები თუ ემიგრაციაში წავიდნენ და გზავნილებით არჩინონ. ამ მძიმე რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს მთავრობამ, ნაცვლად დუმილისა ან ცინიზმისა. სამწუხაროდ, მძიმე რეალობა ისაა, რომ ამას იწვევს კატასტროფული ფასები და უმუშევრობა“, – თქვა თინა ბოკუჩავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g