LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

289
ხე-ტყის უკანონო მოპოვება

ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს – ადგილობრივმა მკვიდრმა 5 კუბურ მეტრამდე რცხილას სახეობის პირველი ხარისხის მორი უკანონოდ მოიპოვა. სამართალდარღვევა სახელმწიფო ტყეში განთავსებულმა ვიდეოხაფანგმა დააფიქსირა, რასაც სატყეო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ოპერატიული რეაგირება მოჰყვა. 

ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეგზავნა შესაბამის საგამოძიებო უწყებას. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია დმანისის „საქმიან ეზოში“.

ხე-ტყის უკანონო მოპოვების წინააღმდეგ ბრძოლა ეროვნული სატყეო სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა. ფაქტების პრევენციის, გამოვლენის და აღკვეთის ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ დამატებით შეიძინა შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალებები და აღჭურვილობა. ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო ტყეში განთავსებულია 750 ფოტოხაფანგი. ტყეზე კონტროლის გაძლიერების მიზნით, მონიტორინგი დრონებისა და სამხრე კამერების საშუალებითაც ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g