ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო არქევანში,მინერალური პროდუქტების მწარმოებელი საწარმო იხსნება. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროექტი „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ხორციელდება და საწარმოს 10 650 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადაეცემა.
კომპანიაში ათამდე ადამიანი დასაქმდება.
