რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ რუსეთის მოქალაქეების მიერ ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთის მაჩვენებელი გაიზარდა.
როგორც ევროკავშირის სასაზღვრო კონტროლის სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, ერთ კვირაში ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის 66 000 მოქალაქე შევიდა, რაც წინა ერთი კვირის მაჩვენებელზე 30%-ით მეტია.
სააგენტოს თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა უმეტესობა ევროკავშირში ჩადის ფინეთის და ესტონეთის სასაზღვრო პუნქტების გავლით.
Latest on ??-?? borders:
?66 000 Russian citizens have entered the EU over the past week, a 30% increase in comparison to the preceding week
?Most of the Russian citizens are entering the EU through Finnish and Estonian border crossing points
More ⤵️https://t.co/5IopKG2oqJ pic.twitter.com/MDLNToiwrI— Frontex (@Frontex) September 27, 2022
ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ საზღვრის უკანონო გადაკვეთა შეიძლება გაიზარდოს, თუ კრემლი გადაწყვეტს, პოტენციური ახალწვეულებისთვის რუსეთის საზღვრები დაკეტოს.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რის შემდეგაც რუსეთს ათასობით ადამიანი ტოვებს.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 10 დღეში საქართველოში რუსეთის ფედერაციის 78 ათას 742 მოქალაქე შემოვიდა, 62 ათასზე მეტმა კი საქართველო დატოვა.