LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში, კოვიდვაქცინით 963 ადამიანი აიცრა – სულ ვაქცინირებულია 38 8553 მოქალაქე

53
Untitled design (1)

საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 38 8553 ადამიანია აცრილი.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ვაქცინა გაიკეთა 963-მა ადამიანმა.

ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტს, “ასტრაზენეკას” ვაქცინით დაიწყო.

ამ ეტაპზე მიზნობრივი ჯგუფები იცრება როგორც “ასტრაზენეკას”, ასევე “ფაიზერის” ვაქცინით.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციისთვის ვებპორტალიც აამოქმედა.

წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, სექტორში სწრაფად და დაუყოვნებლივ მიიღონ ინფორმაცია კოვიდ-19-ის ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ამ დროის მონაცემებით, პორტალზე დარეგისტრირებულია 57-ზე მეტი მსურველი.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას, დღეს მონაცემები ასე გამოიყურება:

კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 521 და გამოჯანმრთელდა 1 058 პაციენტი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

magti 5g