დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 7 293 ადამიანი აიცრა.
მათივე ცნობით, 20 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 090 036 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 103 141 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 38.8 %. სრულად ვაქცინირებულია 978 208 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 34.3%.