ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა. დადასტურდა ვირუსის 62 ახალი შემთხვევა.
ამასთან, სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში 104 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს:
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 4 576, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 245, PCR ტესტით – 1 331
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,35%, ბოლო 14 დღის – 1,13%, ბოლო 7 დღის – 1,05%
- სულ აცრილია – 2 877 175, დღიურად აცრილია – 16
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 333