LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო თვეებია, მართლაც უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვიფიქსირდება – თურნავა

61
დდდ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქსტატის მიერ მაისის ეკონომიკური ზრდის მონაცემები შეაფასა და განაცხადა, რომ მარტიდან მოყოლებული ეკონომიკის აღდგენის პროცესი აღმავალი ტემპით მიმდინარეობს, რასაც მაისის მაღალი ეკონომიკური ზრდა მოწმობს, რომელმაც 25,8% შეადგინა.

მინისტრის თქმით, ბოლო თვეებია, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, მართლაც უპრეცედენტო ორნიშნა ზრდა გვიფიქსირდება.

„ამ ზრდის ძირითადი მამოძრავებელი პრაქტიკულად ყველა ინდუსტრიაში არსებული პოზიტიური დინამიკაა. თუმცა, ძირითადი მაინც ტურიზმი, განთავსების და რესტორნების ინდუსტრია, საბითუმო და საცალო ვაჭრობაა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის გადამამუშავებელი ინდუსტრია, წარმოება, რომელმაც ძალიან მაღალი კონკურენტუნარიანობა შეიძინა. ძალიან გვახარებს ეს ტემპი, ვინაიდან ეს არის რეალური მწარმოებელი ეკონომიკის ნაწილი, სადაც დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ზრდა არის არა მხოლოდ 2020 წლის მაისთან შედარებით, რომელიც მართლაც დაბალ ნიშნულზე იყო პანდემიის გამო, არამედ თუ შევადარებთ 2019 წლის მაისს, როდესაც ეკონომიკა იყო საკმაოდ მაღალ ნიშნულზე, იმასთან შედარებითაც კი, წლევანდელი მაისის მონაცემით, ეკონომიკური ზრდა თითქმის 9%-ით არის მომატებული“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 25.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11.5 პროცენტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g