LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლო წლებში რეგიონებში ძალიან ღრმად შევიდა ქურდული მენტალიტეტი, არაერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდის მანქანის ფანჯარაზე მინახავს საშვი… ბოლნისში გაღიზიანებული ადამიანები გადავიდნენ თავიანთ მეთოდებზე…“ – რას წერს სამირა ბაირამოვა

371
სამირა ბაირამოვა, დაპირისპირება ბოლნისში

აქტივისტი სამირა ბაირამოვა, რომელმაც გუშინ, 30 დეკემბერს მარნეული-ბოლნისის გზაზე მომხდარი საავტომობილო შემთხვევის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია გაუზიარა მოქალაქეებს, მორიგ პოსტს ავრცელებს სოციალურ ქსელში.

საუბარია სოფელ ნახიდურთან მომხდარ ავარიაზე, რომელსაც ორი მოზარდი ემსხვერპლა, რასაც ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა.

„დაჯახების შემდეგ მძღოლი მანქანიდან ჩავიდა და გარდაცვლილს დაარტყა.. ამ ფაქტმა ადგილობრივები ძალიან გააბრაზა“ – სამირა ბაირამოვა მარნეული-ბოლნისის გზაზე მომხდარ ავარიაზე

როგორც სამირა ბაირამოვა წერს, ბოლნისში გაღიზიანებული ადამიანები თავიანთ მეთოდებზე გადავიდნენ. მისივე თქმით, ამ ფაქტს იმით ამართლებენ, რომ „ჩვენ არ გვაქვს პოლიციის იმედი, რომ საქმეს სათანოდ გამოძიებს“.

ნახიდურში ავარიის შედეგად არასრულწლოვნების გარდაცვალებას დაპირისპირება მოჰყვა: „სოფელი გამოხატავს უკმაყოფილებას მომხდარის გამო და ძალიან მძიმე ფორმებში… უმძიმესი ტკივილია“

„ზოგადად ბოლო წლეებში რეგიონებში ძალიან ღრმად შევიდა ქურდული მენტალიტეტი. სკოლის მოსწავლეც კი საქმის ამ გზით გარჩევას ცდილობს. ცემა-დარტყმას სამართლიანად თვლიან. მარნეულში რაც ვიცი 30 მდე ახალგაზრდას დააკავეს ვინც ქურდული სამყაროს სახელით მანქანა დაწვეს, სახლში ხელის გუმბარა ისროლა და სხვა. არაერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდის მანქანის ფანჯარაზე საშვი მინახია, ღვედს არ აკეთებს, შუქნიშანზე არ აჩერებს…

გუშინ რაც ბოლნისში მოხდა გაღიზიანებული ადამიანებმა გადავიდნენ თავისი მეთოდებზე. ამას ამით ამართლებენ რომ ჩვენ არ გვაქვს პოლიციის იმედი, რომ საქმეს სათანოდ გამოძიებს, ეს კიდე ცალკე პრობლემაა.

შსს: „ნახიდურში შეკრებილებმა სასწრაფოს ავტომობილი გადააბრუნეს, ფანჯრები ჩაუმსხვრიეს სხვა მანქანებს – დაშავებულია 8 პირი“

ბოლოს რა მოხდა 9 ადამიანი დააშავდა მათშორის პოლიციელებიც… გუშინ ბოლნისში გზა გადაკეთილი ყოფილა საათობით, ჩვეულებრივი გამსვლელიც კი გაღიზიანებული/გაბრაზებული ადამიანების სამიზნე გამხდარა. ძალადობა თითქმის განორმალიზებულია უკვე.

აქ შემთხვევის დაწყებიდან დასრულებამდე რაც მოხდა წესით კანონით ისჯება.. მაგრამ ხშირ შემთხვევაში საქმის გამოძიება, დახურვა ხდება არასათანოდ, შერიგებით“, – წერს სამირა ბაირამოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორი მოზარდის დაღუპვის საქმეზე დაკავებულია მძღოლი, 21 წლის პირი. უწყების ინფორმაციით, დაკავებული ავტომობილით ოთხ მგზავრთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც ქვეითად მოძრავ ორ მოზარდს დაეჯახა. მათგან ერთ-ერთი ადგილზე, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში დაიღუპა.

magti 5g