LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებთ, ბორკილებს დაგადებთო“ – რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი მის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ

243
ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანისა და „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში პროკურატურამ ჩხრეკა დაასრულა.

როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჩხრეკის შედეგად ტექნიკა ამოიღეს. მისივე თქმით, ამოიღეს ისეთი ძველი ტელეფონები, რომელიც არ ირთვება.

თბილისში, საცხოვრებელ სახლებში ჩატარებულ ჩხრეკებთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

„წინ იდგა ძალიან გამოპრანჭული პროკურორი ქალი. ვფიქრობ, დილის 9 საათისთვის ზედმეტად მოწესრიგებული იყო. როდესაც მივხვდი, რომ ხელის მოკიდებას აპირებდნენ, რათა ტელეფონი წაერთვათ, მე მივეცი, რადგან საბა იყო სახლში. არ მინდოდა ამისთვის ეყურებინა. ყველაზე სერიოზული რეაქცია, რაზეც ჰქონდათ ეს იყო „ლაივი“. ვუხსნიდი, რომ მათ მიმართ ნდობა არ მქონდა, ეს იყო ჩემი დაცვა მანამ, სანამ ადვოკატი მოვიდოდა. არც აპირებდნენ ჩხრეკის დაწყებას, სანამ „ლაივს“ არ გავთიშავდი.

ძალიან საინტერესო იყო სუს-ის ეპიზოდი. პროკურატურა რასაც აკეთებდა, სუს-ი მეთვალყურეობას უწევდა. სუს-ი ეუბნებოდა, რა უნდა ექნა პროკურატურას. ისინი ანიშნებდნენ, პროკურატურა იმის მიხედვით მოქმედებდა.

მთავარი ამბავი იყო ფონდის დოკუმენტაცია. ამოიღეს საბას ნათლობის ვიდეოებით დაწყებული, მარიამის დაბადების დღით დამთავრებული. ტექნიკაც ამოიღეს. ამოიღეს ისეთი ძველი ტელეფონები, რომელიც არ ირთვება. ამოიღეს ე.წ. ფლეშკები, რომელიც ჩემი შვილის არის.

ჯერ დაგვაყადაღეს და გვითხრეს გაჩერდით, შეჩერდით და არ შევჩერდით. ახლა მეორე ეტაპი იყო, ჩხრეკაზე შემოვიდნენ, მითხრეს, რომ კიდევ შეჩერდით. მე არ შევჩერდები. ახლა შემდეგ ეტაპზე სავარაუდოდ, ბრალს წამიყენებენ, პროკურატურაში დამიბარებენ საზეიმოდ, შემდეგ ისევ არ შევჩერდები. ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებ ბორკილს დაგადებთ.

რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას, თუ წინა განცხადებაში იყო „სახელმწიფოს გადატრიალების დაფინანსება“ და ასე შემდეგ, დღეს ეს ყველაფერი მოხსნილია. იქ არის ის, რომ პირდაპირ წერია ქველმოქმედების გამო წაგვიყენეს ბრალი“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

მამუკა ხაზარაძე ნანუკა ჟორჟოლიანს: „ეს არის ზეწოლისა და ძალადობის რუსული სცენარით განხორციელებული სპეცოპერაცია – ნანუკა შენ გვერდით მიგულე, ვერავინ შეგვაშინებს!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g