ბრიუსელის ცენტრალურ სადგურში ბომბის აფეთქების შესაძლო საფრთხის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
სადგურზე ასაფეთქებელი საშუალების არსებობის შესახებ შეტყობინება პოლიციამ დღის მეორე ნახევარში, ბრიუსელის დროით 4:50 სთ-ზე მიიღო.
სამძებრო-საგამოძებო ღონისძიებების შემდეგ დადგინდა, რომ ცრუ განგაში იყო, თუმცა შესაძლო საფრთხის აცილების მიზნით,სადგურზე მატარებლის მოძრაობა გარკვეული დროით შეჩერებულია.