LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bonhams-ის აუქციონზე 110 წლის ელექტრო ავტომობილი გაიყიდა (ფოტოები)

23

ავტომობილი რომლის ასაკიც 110 წელს შეადგენს, Bonhams-ის აუქციონზე გაიყიდა. Woods Electric Style 214A Queen Victoria Brougham-ი, მსოფლიოში ერთადერთი ეგზემპლარია, რომელიც 1905 წელს გამოუშვეს.

 

4c7d2422e52fd070cbdf614f1f1d436b

 

ავტომობილი კომპანია Wood Motor Vehicle Company-მ გამოუშვა, რომელის 1899 წელს დაარსდა. უნიკალური ავტომობილი 1179 კგ-ს იწონის და მაქსიმალური სიჩქარე 48კმ/სთ-ა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ დიდი სიჩქარედ ითვლებოდა. 1905 წლისთვის ავტომობილის ღირებულება 3ათას დოლარს შეადგენდა (რაც დღევანდელ დღეს 71ათას დოლარს უდრის).

 

88e1985484da5e4ddcb97bf81bc22b82

 

აუქციონზე გაყიდული ავტომობილი დღემდე ქარხნულად არის შენახული. ხისგან დამზადებული შასი, ტყავის სალონი, რესორული დაკიდების სისტემა და სხვა მსგავსი დეტალები, ექსკლუზიური და უნიკალურია. თუმცა კომპანიამ 1916 წლამდე, ამ ავტომობილის მსგავსი 500 ეგზემპლარი დაამზადა. მაგრამ ეს მოდელი, პირველი და უნიკალური ავტომობილია.

 

9b042fd1325cb68a81f98c42c6a16371

 

Bonhams-ის აუქციონზე ამ ავტომობილში 95 ათასი დოლარი გადაიხადეს (633 ათასი კრონი). ავტომობილის მფლობელი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თუ გადახდილ ვალუტას დავაკვირდებით, სავარაუდოდ სკანდინავიური წარმოშობის უნდა გახლდეთ. აქვე შეგახსენებთ, რომ აუქციონზე წარმოდგენილი იყო Maserati Boomerang და Bugatti Type 101 რომელთა შესახებ, იფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

 

52012ddbb17e954a793945680495bd5d

95361dff23107f75de87ab317ca6f15a

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები