LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბონომ Diddy-ის თავი აარიდა – რეპერისა და U2-ს სოლისტის უხერხულმა ვიდეომ ინტერნეტსივრცე მოიცვა

266
page

მსოფლიო შოუბიზნესის სამყარო მოცულია Diddy-ის სკანდალით. ამჯერად ინტერნეტსივრცეში ვირუსულად ვრცელდება რეპერისა და U2-ს სოლისტის, ბონოს საარქივო ვიდეო, რომელიც 2014 წლით თარიღდება.

„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე მისულ ირლანდიელ არტისტს Diddy განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდა, მას ბონოსთვის კოცნაც სურდა, თუმცა არტისტმა მას თავი აარიდა. ის რეპერთან გადაკვეთას მაქსიმალურად არიდებდა თავს.

მედიის ცნობით, Diddy-ის მიერ მოწყობილ, სკანდალურ „თეთრ წვეულებს“ უამრავი ვარსკვლავი სტუმრობდა.

„დადგება დღე, როდესაც ჩვენ ბევრი ადამიანის ვინაობას გავამხელთ, სია უკვე ძალიან დიდია“, – აღნიშნული განცხადება Diddy-სგან დაზარალებული ათასობით ადამიანის მთავარმა ადვოკატმა, ტონი ბაზბიმ რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ფოტო: „დადგება დღე, როდესაც ჩვენ ბევრი ადამიანის ვინაობას გავამხელთ, სია უკვე ძალიან დიდია“ – ვისი სახელის გაგება გაგაოგნებთ ყველაზე მეტად

„ეს იყო პირადი ჯოჯოხეთი“ – ჯასტინ ბიბერი მზადაა, Diddy-ის „თეთრი წვეულების“ შესახებ მოჰყვეს, თუკი ეს სხვებს დაეხმარება

ფოტო/ვიდეო: 9 წლის ბიჭზე ძალადობა და „თეთრი წვეულებიდან“ ახალი ფოტოები – Diddy-ის შესახებ ახალი, შოკისმომგვრელი დეტალები ხდება ცნობილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები