LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორში ყველაფრის გარეშე – გამგეობაში უარყოფენ, რომ უფასო სასადილოში მსგავს საკვებს გასცემენ

769
Untitled-1

თბილისში, ისნის რაიონში მდებარე უფასო სასადილოში, ბორშს უკვე დიდი ხანია კომბოსტოსა და სხვა ინგრედიენტების გარეშე ამზადებენ, მხოლოდ ჭარხლით და კარტოფილით – ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში შორენა მარსაგიშვილი ავრცელებს. ის ამ ბორშის ფოტოსაც ავრცელებს და წერს, რომ კომბოსტოს რაციონიდან ამოღების მიზეზად ბენეფიციარებს მის გაძვირებას უსახელებენ.

“ფორტუნა” შეეცადა ისნის გამგეობაში გაერკვია, რა ხდება ჩკალოვის ქუჩაზე მდებარე სასადილოში. გამგეობაში განაცხადეს, რომ ისინი უფასო სასადილოებში მუდმივ მონიტორინგს აწარმოებენ და ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. გამგეობაში აცხადებენ, რომ მათ ამ ინფორმაციის სიცრუის დამტკიცება შეუძლიათ, რადგან ყველაფერი კამერების და თანამშრომლების მონიტორინგის ქვეშ მზადდება.

“ჩვენ შეგვიძლია კამერების ჩანაწერები ამოვიღოთ და დავამტკიცოთ, რომ ასეთი რამ შეუძლებელია მომხდარიყო. ჩვენი სამსახური მაქსიმალურ მონიტორინგს ახორციელებს ყოველდღიურად – თუ როგორ მზადდება საკვები, როგორ გაიცემა დოზები, როგორია სისუფთავე და ა.შ.

რაც შეეხება ფოტოს, მსხვილი ხედითაა გადაღებული. ძალიან მეეჭვება ეს ადილზე იყოს გადაღებული. ვინც ეს დაწერა დაგვიმტკიცოს, რომ ნამდვილად იქ არის გადაღებული. იმიტომ რომ საპასუხოდ, ჩვენ შეგვიძლია კამერების ჩანაწერები ამოვიღოთ და საზოგადოებას ვანახოთ, როგორ მზადდება ჩვეულებრივ ყველა საჭირო ინგრედიენტით და დოზით სხვადასხვა კერძები”, – აცხადებენ გამგეობაში.

 

“უფასო სასადილოებში კვირაში ერთხელ აძლევენ ბენეფიციარებს ბორშს. ამას წინებზე დავწერე, რომ ჩკალოვის ქუჩაზე მდებარე უფასო სასადილოში კარგა ხანია ბორშს კომბოსტოს გარეშე ამზადებენ.

ბენეფიციარებს ეუბნებიან, რომ კომბოსტო გაძვირდა და მადლობა თქვან, რომ საერთოდ რამეს აჭმევენ.

მეგონა, რომ ამ ამბის გახმაურების შემდეგ რამე შეიცვლებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად. გუშინ, 9 აპრილსაც (სამშაბათია ბორშის დღე) ბორში კომბოსტოს გარეშე იყო. არც მწვანილი ჰქონდა, მხოლოდ ცოტა კარტოფილი ჩააყარეს.

ამ საოცნებო ბორშის ფოტოსაც შემოგთავაზებთ.

ალბათ არც ახლა შეიცვლება რამე. და მინდა, რომ იმ ადამიანებს მოუწიოთ ასეთი საკვების იმედად დარჩენა, ვინც გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე ჯიბეებს ისქელებს”, – წერს შორენა მარსაგიშვილი.

უფასო სასადილოს ბორშზე მარსაგიშვილი 3 აპრილსაც წერდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g