LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოტულიზმი გამოირიცხა… სრულ გაურკვევლობაში ვართ, პრაქტიკაში არ ყოფილა, ასეთი უეცარი სიკვდილი სალმონელას გამოეწვიოს, ამიტომ ვფიქრობთ, რომ რაღაც სხვა ტოქსინია“ – რა დეტალები ხდება ცნობილი ხაშურში მომხდარ ტრაგედიაზე

454
ნანა ხიხაძე

5 ივნისს, ხაშურში, ბარბაქაძეების ოჯახში ტრაგედია დატრიალდა – სამ­სა­ხუ­რი­დან სახლში დაბრუნებულ ლე­ვან ბარ­ბა­ქა­ძეს 9 წლის შვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი, მე­უღ­ლე, კი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდა.

ახალგაზრდა ქალი, ნანა ხიხაძე, კო­მა­ტო­ზუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით თავდაპირველად ხა­შუ­რის რე­ფე­რა­ლურ კლი­ნი­კა­ში, შემდეგ კი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ის ამ დრომდე უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

„წუხელ ინტუბირებული თბილისში გადაიყვანეს“ – როგორია ქალის მდგომარეობა, რომელიც მეუღლემ უგონო მდგომარეობაში ნახა

9 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია, ექსპერტები და სამართალდამცველები მომხდარის მიზეზებს ადგენენ. მომხდარიდან მალევე, ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა მასალა, რომლის კვლევის შედეგადაც უნდა გაირკვეს, რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია.

როგორც ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ჩიქოვანი „კვირის პალიტრასთან“ საუბარში აღნიშნავს, ახალგაზრდა ქალის კუჭიდან ზონდით ამოღებულ მასაში ბოტულიზმის კვალი არ აღმოჩნდა. მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში აცხადებენ, რომ დედის კუჭის შიგთავსიდან ამოღებული მასიდან, სავარაუდოდ, სალმონელა ამოითესა.

„მასალა ლუგარის ლაბორატორიაშია, დამირეკეს ლუგარის ლაბორატორიიდან და მითხრეს, რომ დედის კუჭის შიგთავსიდან ამოღებული მასიდან სავარაუდოდ ამოითესა სალმონელა. ეს საბოლოო დასკვნა არ არის, კიდევ გრძელდება კვლევები. როგორც იცით, ჩვენ დამატებით ბინიდან პოლიციის მიერ ამოღებული საკვებიც გავაგზავნეთ ლაბორატორიაში, რადგან გვთხოვეს ისიც გაგვეგზავნა – მასაც შევამოწმებთო. იქაც მოხდება ამოღებულ საკვებზე ექსპერტიზის ჩატარება. პარალელურად ვიცით, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც ატარებს ექსპერტიზას სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ მიწოდებულ მასალაზე. სალმონელოზი ნაწლავური ინფექციაა, მაგრამ ასეთი სწრაფი სიკვდილი რომ გამოეწვია, ისეთი ბაქტერია არ არის. ამიტომ ახლა ვართ სრულ გაურკვევლობაში და ველოდებით სხვა კვლევების შედეგებს. ბოტულიზმი გამოირიცხა, ქალის კუჭიდან ამოღებულ მასალაში ბოტულიზმი არ ამოითესა… პირველ ეტაპზე გამოჩნდა სალმონელა, მალე ალბათ მომაწვდიან საკვების ექსპერტიზის შედეგებსაც. სალმონელა არ არის ისეთი ტოქსინი, რომ ეს მძიმე შედეგი გამოეწვია, ამიტომ უფრო მეტად ჩავვარდით საგონებელში…

რაც იყო სახლში საჭმელები, ალბათ ეს შეჭამეს. აჯაფსანდალი, შებოლილი ძეხვი არის კვერცხში შემწვარი და შესაძლოა კვერცხისგან იყოს გამოწვეული სალმონელა. იმიტომ რომ ძირითადად კვერცხიდან ხდება სალმონელათი დაინფიცირება. სახლიდან ამოღებულია შებოლილი ძეხვიც. სურსათის უვნებლობაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ატარებს კვლევებს… სალმონელა იწვევს ფაღარათს, სითხის დაკარგვას და ღებინებას. პრაქტიკაში არ ყოფილა ასეთი უეცარი სიკვდილი სალმონელას გამოეწვიოს, ამიტომ ვფიქრობთ, რომ რაღაც სხვა ტოქსინია, მაგრამ რა არის, ჯერ არ ვიცით. სამხარაულში ექსპერტიზა ჩაუტარდა ბავშვის ცხედარს და ექსპერტიზის პასუხი თუ გაგვცემს პასუხს რამ გამოიწვია ეს ტრაგედია. გვამის ექსპერტიზით სამხარაული დაადგენს მიზეზს. ახლა ამის მოლოდინში ვართ“, – ამბობს ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ჩიქოვანი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, რომელსაც ვრცლად გაეცნობით აქ.

ცნობისათვის, როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g