LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Boyzone სცენაზე ბრუნდება – ჯგუფი 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ტურნეს გამართავს

136
photo-collage.png (6)

Boyzone-ის მუსიკალურ ასპარეზზე გამოჩენიდან, 30 წელი გავიდა. ჯგუფმა რონან კიტინგის, მაიკლ გრემის, კიტ დაფისა და შეინ ლინჩის შემადგენლობით, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გულშემატკივარი მოულოდნელი სიახლით გაახარა. ცნობილი გახდა, რომ კოლექტივი, რომელმაც კარიერა 2018 წელს დაასრულა, ხელახლა გაერთიანდება და მასშტაბურ ტურნეს გამართავს.

,,მოგზაურობა გრძელდება” – ასეთი პოსტით დააანონსა ბენდმა სცენაზე დაბრუნება. თეთრ წარწერას შავ ფონზე კვარტეტმა ლინკიც მიუთითა, რომელზეც რეგისტრაციით მომავალი ტურნეს კონცერტებთან დაკავშირებულ ინფორმაციას მიიღებთ.

შეგახსენებთ, რომ Boyzone-ის ჩამოყალიბება 1993 წელს ლუის უოლშის მიერ პრესაში გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ დაიწყო, ორიგინალური შემადგენლობით კი ჯგუფი რონან კიტინგის, მაიკლ გრემის, კიტ დაფის, შეინ ლინჩისა და სტივენ გეიტლის სახით დაფუძნდა. ამ ერთობლიობით კოლექტივმა სადებიუტო სტუდიური ალბომი – Said and Done, 1995 წლის 21 აგვისტოს გამოუშვა. გეიტლი 2009 წელს გარდაიცვალა, მას შემდეგ კი ოთხეულმა ოთხი დისკი წარადგინა, რომელთაგან გამოსამშვიდობებლის – Thank You & Goodnight რელიზი, 2018 წელს შედგა. ბენდმა უკანასკნელი ტურნე 2018-2019 წლებში ჩაატარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები