LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრატისლავას ქუჩებიდან გააქრობენ ყველა რეკლამას, რომელიც იერსახეს ამახინჯებს

30
castle-5958811-1920

ბრატისლავაში გადაწყვიტეს, რომ თავიდან მოიშორონ ყველა რეკლამა, რომელიც ქალაქის პეიზაჟს აფუჭებს. ყველაზე მკაცრი შეზღუდვა შეეხება მწვანე ზონებსა და სანაპიროებს – ამ ადგილებში ყველანაირ რეკლამას აკრძალავენ.

ქალაქის ქუჩებიდან ასევე აიღებენ ბილბორდებს, რომელთა ზომაც 13 კვადრატულ მეტრს აჭარბებს, დარჩენილი რეკლამის დაკიდება კი მხოლოდ 100 მეტრიანი დისტანციის დაცვით იქნება ნებადართული.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ქალაქში რეკლამასთან დაკავშირებით არანაირი ოფიციალური აკრძალვა არ მოქმედებდა. მერია თითოეულ კომპანიასთან ინდივიდუალურად მუშაობდა, რათა მათ რეკლამებს ქალაქის ხედები არ დაეფარა და „ვიზუალური ნისლი“ არ წარმოქმნილიყო. ამ გზით ბრატისლავაში, მხოლოდ წელს 411 სარეკლამო ბანერი აიღეს.

მიუხედავად ამისა, ოფიციალური აკრძალვის არარსებობის გამო, ფირმები ხელისუფლებისთვის გვერდის ავლას და ქალაქის „დაბინძურებას“ მაინც ახერხებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები