LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრძოლა იქნება დღეს და აქ: ნიკა მელიამ ზუგდიდში საპროტესტო აქცია დააანონსა

76
ნიკუშა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხვალ ზუგდიდში საპროტესტო აქციას გამართავს და მმართველი გუნდის მიერ არჩევნების შედეგების გაყალბებას გააპროტესტებს, – ამის შესახებ ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის განცხადებით, პარტიის მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატს მანუჩარ ფიფიას შედეგები გაუყალბეს და დამარცხებულად გამოაცხადეს.

ნიკა მელიამ მხარდამჭერებს მიმართა და ხვალ, ზუგდიდში, საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

“ჩვენ ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას. მე მოგვიანებით დავაანონსებ კონკრეტულ საათს ზუგდიდში და ზუგდიდელებს ვთხოვ, ხვალ შევიკრიბოთ. ჩვენი მკაფიო ხმა გავაგონოთ არა მხოლოდ ზუგდიდის რაიონს და სამეგრელოს, მთელ საქართველოს. დაე ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა შეხედოს, რა ხდება დღეს სამეგრელოში”, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

“ჯამურად ოპოზიცია, გაცილებით უფრო მეტ მანდატს ფლობს ზუგდიდის საკრებულოში და პირველივე ტურში “ნაციონალური მოძრაობა” აკომპლექტებს უმრავლესობას საკრებულოში, ადგნენ და გუშინ ღამე, ქურდულად, საარჩევნო ზონდერებმა თითქოს ხმები გადაითვალეს და მანუჩარ ფიფია, პირველ ტურში გამარჯვებული მაჟორიტარი დღეს დამარცხებულად გამოაცხადეს.” – განაცხადა მელიამ

პოპულარულები