LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი: ათეისტი მამის გამო გავხდი

172

კოლეგების მსგავსად, ბრედ პიტი არ მიეკუთვნება მათ კატეგორიას, ვინც პრესასთან პირადი ცხოვრების დეტალებზე ხშირად საუბრობს. თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში კი ჰოლივუდის მსახიობმა ღმერთთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

ბაპტისტების ოჯახში გაზრდილი პიტი აღიარებს, რომ გარკვეულ ასაკს რომ მიაღწია, ქრისტიანობაზე  და ზოგადად რელიგიაზე უარი თქვა…. ბრედი იხსენებს, რომ მას ბავშვობიდან შთააგონებდნენ დანაშაულის გრძნობას, შთააგონებდნენ იმას, რა უნდა აკეთოს და რა – არა. „ახლა კი მე შემიძლია ვუთხრა საკუთარ თავს: „მე ათეისტი ვარ“, – აცხადებს მსახიობი.

მოგვიანებით, პიტმა დაამატა, რომ რწმენისგან უარის თქმაში მას გაუცნობიერებლად მამა დაეხმარა, რომელიც მასთან საოცრად მკაცრი იყო. „ათეისტი მამის გამო გავხდი, რომელიც გამუდმებით მტუქსავდა და ჩემს შეხდომებზე მიმითითებდა. მიხვდი, როგორ არ უნდა მოექცე საკუთარ შვილებს და ყველას საკუთარი პოზიცია უნდა დააფქისირებინო, რა ასაკისაც არ უნდა იყოს ის“, – აცხადებს პიტი.

აღსანიშნავია, რომ მსახიობის მეუღლე, ანჯელინ ჯოლი, ქმრისგან განსხვავებით ღვთის არსებობაში დარწმუნებულია, თუმცა, რელიგიისადმი სხვადასხვაგვარი შეხედულებები მათ ხელს არ უშლის, ერთმანეთს იდეალურად შეეწყონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები