LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი ყველა თავის პარტნიორს დაემსგავსა, ინეს დე რამონის გარდა – მამაკაცი, რომელიც სიყვარულში ქამელეონად იქცევა

278
page

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სასურველი მამაკაცი, ბრედ პიტი, კინომოყვარულებს არა მხოლოდ შთამბეჭდავი როლებით, არამედ სიყვარულში საკუთარი თავის გარდაქმნის უნარითაც ამახსოვრდება. ბოლო ათწლეულებში მედიისა და თაყვანისმცემლების დაკვირვებამ ერთი სახალისო ტენდენცია გამოკვეთა, ბრედ პიტი თითქმის ყოველთვის ემსგავსება იმ ქალს, ვისთანაც კონკრეტულ მომენტში სასიყვარულო ურთიერთობაში იმყოფება.

ჯენიფერ ენისტონიდან, გვინეტ პეტროუს გავლით, ანჯელინა ჯოლიმდე – ბრედ პიტის ქალები

ეს უცნაური დამთხვევა ჯერ კიდევ 2006 წელს, Daily Express-ის სტატიში გაჟღერდა. ინტერნეტსივრცეში მოიძებნება უამრავი კადრი, სადაც თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი ის ფაქტი, რომ მსახიობი პარტნიორი ქალის მსგავს ვარცხნილობას, ჩაცმის სტილსა და ზოგადად, იმიჯს ირჩევს.

თუმცა, როგორც ჩანს, 61 წლის ბრედმა თავის ტრადიციას ამჯერად უღალატა. მოგეხსენებათ, მისი პარტნიორი ამ ეტაპზე ინეს დე რამონია, რომლის სტილი ბრედმა ჯერჯერობით, ვერა და ვერ აირეკლა.

ბრედ პიტმა ინეს დე რამონზე დაქორწინება გადაიფიქრა – ცნობილია მიზეზი

„როდესაც განქორწინების პროცესი, ქორწინებაზე ხანგრძლივი გამოდგა“ – „ბრანჯელინამ“ 8 წლიანი სასამართლო დავის შემდეგ, შეთანხმებას მიაღწია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები