ანჯელინა ჯოლი იძულებული გახდა, ბავშვების ძიძა გაეთავისუფლებინა. ინსაიდერები ირწმუნებიან, რომ ენჯიმ მას ბრედ პიტთან ფლირტის დროს შეუსწრო.
„ბრედი ყოველთვის მეგობრული იყო იმასთან, ვინც მათ ოჯახში მუშაობდა, თუმცა ანჯელინა ხვდებოდა, რომ ძიძასა და მის მეუღლეს შორის მეგობრობაზე მეტი იყო, რადგან ქალბატონი ცდილობდა ყოველთვის იქ ყოფილიყო, სადაც პიტი იყო. თუმცა, საბოლოო წვეთი სამზარეულოში მომხდარი ფაქტი გახდა, სადაც აბაზანიდან ახლადგამოსული ბრედი ძიძასთან ერთად წვენს სვამდა და საუბრობდა“, – აცხადებს ინსაიდერი. მისი თქმით, სწორედ იმ მომენტში სთხოვა მან ძიძას საკუთარი ნივთები აეღო და სახლიდან წასულიყო.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ძიძებთან დაკავშირებული სკანდალები ჰოლივუდში საკმაოდ ბევრია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილი, რომელიც ამ მიზეზით დაშორდა, ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი არიან.