LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტზე არანაკლებ სიმპათიურმა ჯიმ კერტისმა ჯენიფერ ენისტონთან რომანზე პირველად ისუაბრა

2389
page

ჯენიფერ ენისტონის ახალმა „ბოიფრენდმა“, ჯიმ კერტისმა, პირველად ისაუბრა 56 წლის მსახიობთან ურთიერთობის შესახებ. კერტისი, რომელიც სოციალურ ქსელებში საკუთარ თავს ჰიპნოთერაპევტად მოიაზრებს, პოპულარული ამერიკული შოუს Today-ის ეთერში გამოჩნდა და გაიხსენა, როგორ დაიწყო მისი რომანი საკულტო სერიალ, „მეგობრების“ ვარსკვლავთან.

„ჩვენ მეგობრებმა გაგვაცნეს ერთმანეთი. აღმოვაჩინეთ, რომ ბევრი საერთო ნაცნობი გვყავდა და უბრალოდ ურთიერთობა დავიწყეთ. თითქმის ერთი წელია რაც ერთად ვართ“, – განაცხადა 50 წლის ჯიმმა, რომელმაც პარალელურად თავისი ახალი წიგნის, „შესაძლებლობების წიგნი“ გამოსვლაც დააანონსა.

აღსანიშნავია, რომ მედიაში ენისტონისა და „ქოუჩის“ ურთიერთობას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.

ჯენისფერის გულშემატკივრები შიშობენ, რომ მან მსახიობზე ჰიპნოზის პროფესიული ტექნიკების გამოყენებით „შეუმჩნევლად მოახდინა გავლენა“. კრიტიკოსების ნაწილი კი ვარაუდობს, რომ კერტისი ენისტონთან ურთიერთობას საკუთარი თავის პოპულარიზაციისა და სოციალურ ქსელებში აუდიტორიის ზრდისთვის იყენებს.

„ეს სიყვარულია!“ – ჯენიფერ ენისტონი საყვარელ მამაკაცს თმას უკეთებს, უსაყვარლესი ვიდეო კი ინტერნეტსივრცეს იპყრობს

პაემანი თავსხმა წვიმაში – ჯენიფერ ენისტონის „ტკბილი ნოემბერი“ შეყვარებულთან ერთად

შეგახსენებთ, ენისტონმა გასულ წელს გულშემატკივრები ახალი პოსტით აღაფრთოვანა, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ფოტოებმა ეჭვები გააჩინა, რომ ვარსკვლავი შესაძლოა მალე დაქორწინდეს რჩეულზე. ენისტონმა შეყვარებულს იუბილე შავ-თეთრი ფოტოთი მიულოცა. ყველაზე დიდი ინტერესი კი ერთმა დეტალმა გამოიწვია, ენისტონის ხელზე უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭედი ბრწყინავდა.

ჯენიფერ ენისტონს რომანი უსიმპათიურეს ჰიპნოთერაპევტთან აქვს – წყვილის მალიორკაზე გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები