დასავლური ტაბლოიდების თანახმად, ამერიკელმა მსახიობმა, ბრედლი კუპერმა და რუსი წარმოშობის მოდელმა, ირინა შეიკმა დაქორწინება გადაწყვიტეს.
„მათი ურთიერთობა სულ უფრო სერიოზულდება. ისინი ერთობლივ მომავალზე საუბრობენ. ირინას უახლოს მომავალში შვილის გაჩენაც სურს. მისთვის ძალიან დიდი სურვილი და პასუხისმგებლობაა დედობა. ყველაფერი სწორედ აქეთ მიდის“, – განაცხადა წყვილთან დაახლოებულმა წყარომ.