მიუხედავად იმისა, რომ ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი საკუთარი ურთიერთობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ, მათი რომანი სულ უფრო სერიოზულ სახეს იძენს.
წყვილის გარშემო ჭორიც ბევრია: ჯერ ხმები მათი დაშორების შესახებ გავრცელდა, მოგვიანებით კუპერს ნაომი კემპბელთან რომანი „დააბრალეს“, თუმცა ბრედლის გული რომ ირინას ეკუთვნის, ამაში საზოგადოება კიდევ ერთხელ ამ დღეებში დარწმუნდა.
https://www.instagram.com/p/BCghp2pt-fW/?taken-by=irinashayk
წყვილი პარიზში სეირნობის დროს შენიშნეს. ირინა და ბრედლი ხელჩაკიდებულები სეირნობდნენ და ბევრს იცინოდნენ.


