„აქ იყო ნიმუშის აღების პროცესი და ხედავდა თუ არა მსჯავრდებული სააკაშვილი კონკრეტულად ამ ნიმუშის აღებას, რა თქმა უნდა, ხედავდა, მაგრამ გატანის მცდელობის ფაქტზე, ამ ეტაპზე, ჯერჯერობით ვერ გეტყვით“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა კლინიკა „ვივა მედში“, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტზე საუბრის დროს განაცხადა.
რატი ბრეგაძის თქმით, „პოლონელი ექიმის ქცევა იყო როგორც ეთიკურ, ასევე სამედიცინო-სამართლებრივ ნორმებთან სრულიად შეუსაბამო და გაუგებარი“.
„ბევრ დეტალზე შეგნებულად არ ვისაუბრებ, თუმცა რაც ვთქვი, აუცილებლად გავიმეორებ, რომ ამ კონკრეტულმა პოლონელმა ექიმმა ნამდვილად დაადასტურა ის, რომ წინდის მეშვეობით ცდილობდა მსჯავრდებული სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის გატანას. არ მინდა დეტალებზე საუბარი, რა სახის ნიმუში იყო, რადგან ეს იყო სამედიცინო პროცედურა, თუმცა, რა შეიძლებოდა, განთავსებულიყო ხელსახოცში და ჩატეულიყო წინდაში, ალბათ უჩემოდაც მიხვდებით.
ჩვენ დავრჩით ჩვენ მიერ გაცემული პირობის ერთგული, თუმცა მეორე მხრიდან, სამწუხაროდ, ვიხილეთ სრულიად გაუგონარი ქმედება, რაც არ ჯდება არცერთ ეთიკურ და სამართლებრივ ნორმაში და, შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა ექიმების შესვლასთან, ამიერიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ ბევრად უფრო დეტალურად იქნება განხილული.
ამ კონკრეტულ ექიმს რაც შეეხება, ჩვენ მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ პოლონეთის საელჩოდან მიეღოთ ინფორმაცია.
დღეს იმყოფებოდა საელჩოს წარმომადგენელი საქართველოს საგარეო სამინისტროში და შემდგომში როგორც საზოგადოებისთვის უკვე არის ცნობილი, პოლონელი დიპლომატი არ არის ინფორმირებული ექიმის ამგვარი ქცევის მიზეზების შესახებ, რაც კიდევ უფრო მეტად გაუგებარს და ბუნდოვანს ხდის პოლონელი ექიმის მსგავს ქცევას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ცნობისათვის, 14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სამედიცინო ცენტს „ვივა მედში“, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და ვიდეო გაავრცელა.
უწყების განცხადებით, ვიზიტის დროს, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა „გაუგებარ ინციდენტს“ – მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.
ამავე თემაზე:
