მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას იუსტიციის მინისტრი ეხმიანება და აცხადებს, რომ განცხადება მისთვის სრულიად მიუღებელია, რადგან მასში არც ერთი მტკიცებულება არ არის მოყვანილი.
როგორც ბრეგაძე ამბობს, იუსტიციის სამინისტრო ადამიანის უფლებებს განუხრელად იცავს და „მსგავსი ტიპის განცხადებას ვერავისგან მიიღებენ“.
როდესაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოში თითქოს ვინმეს აწამებენ, ბუნებრივია, ამ ყველაფერს ვერასდროს დავეთანხმები. თუკი სადმე არის ამ რეგიონში ადამიანის უფლებები დაცული, განსაკუთრებით, პენიტენციურ დაწესებულებებში, აქ საქართველო ნამდვილად ლიდერია.
ძალიან საინტერესო იქნება, რას ფიქრობს ჩვენი ძვირფასი საზოგადოება იმაზე, თუ რა არის წამება. ის, რომ ადამიანს ესაჭიროება მკურნალობა და არის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში, ვთავაზობთ საკვების მიღებას, გამუდმებით მოვუწოდებთ იმას, რომ მიიღოს ექიმებისგან შესაბამისი მკურნალობა და საკვები. ეს არის წამება? თუ ის არის წამება, რომ 2 300-მდე ვიზიტორი გვყავდა“, – თქვა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრის თქმითვე, „სააკაშვილი თავად იწამებს თავს და თუ ვინმე აწამებს, ეს არის მისი პოლიტიკური გარემოცვა. ბრეგაძის თქმით, სრულიად უსამართლოა ბრალდება, თითქოს პოლონელ ექიმებს არ უშვებენ.
ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტის დავალებით,უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას სთავაზობს.
ამავე თემაზე: