LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელმა კლასიკური Porsche რარიტეტულ Bentley-ის ჩაუბა

104

დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებელმა მარტინ ოვერინგტონმა, რომელიც კლასიკური ავტომობილების მფლობელებისთვის ღონისძიებების ორგანიზებას ახდენს ხოლმე, თავისი “ლე მანისეული” Porsche 962, რომელიც 1988 წელს იღებდა რბოლაში მონაწილეობას, 1929 წლის Bentley Blower-ს ჩაუბა. ავტომობილების ფოტოები ტვიტერზე გამოჩნდა.

როგორც ოვერინგტონმა გამოცემა Road & Track-თან ისაუბრა, ის ბრიტანული სურეიდან საფრანგეთში, სარბოლო ტრეკზე მიდიოდა, როდესაც ერთ-ერთმა მეგობარმა სთხოვა Porsche ეჩვენებინა, მან კი გადაწყვიტა Bentley-იც წაეყვანა.

კითხვაზე, კარგია თუ არა Bowler-ი ბუქსირისთვის, ოვერინგტონმა უპასუხა: “მუხრუჭები პრინციპში უკეთესი აქვს ვიდრე Bentley-ს, ამიტომ ყოველი დამუხრუჭება “საინტერესო” იყო. გარდა ამისა, Porsche ბევრად განიერია და პატარა ფრანგულ სოფლებში გავლისას მუდმივად აქეთ-იქით ყურება მიწევდა. რაც შეეხება გასწრებას, ეს ნამდვილი საშილენებაა. ამასთან, მგზავრობის ძირითად ნაწილზე ძლიერი წვიმა იყო”.

Bentey Blower-ის ტირაჟი მხოლოდ 55 ეგზემპლარია.

https://motor.ru/news/bentleytow-18-09-2017.htm

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები