LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელმა მაკლერმა არასაკმარისად „წარმომადგენლობითი“ სამუშაო მაგიდის გამო კომპენსაცია მიიღო

105
96024783-15080563-The_desk_at_th

დიდ ბრიტანეთში გამოცდილმა მაკლერმა, ნიკოლას უოკერმა, სასამართლოში საქმე მოიგო და კომპანია Robsons Estate Agents-ს 21,4 ათასი ფუნტი სტერლინგის კომპენსაცია გადაახდევინა. მიზეზი – სამუშაო მაგიდაა, რომელიც მისი სტატუსის შესაბამისად არ მიიჩნია, წერს daily Mail.

53 წლის უოკერი ფირმას მას შემდეგ დაემშვიდობა, რაც მენეჯერისთვის განკუთვნილი მაგიდის ნაცვლად ოფისში „საშუალო“ მაგიდა გამოუყვეს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მის პროფესიულ სტატუსს ამცირებდა და თანამშრომლებში მის აღქმაზე უარყოფითად მოქმედებდა.

მოსამართლე აკუ რეინდორფმა დაადგინა, რომ უფროსი თანამშრომლისთვის შეუფერებელი სამუშაო ადგილის გამოყოფა სამუშაო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენდა. მოსამართლის განცხადებით, თავად უოკერისთვის „უკანა მაგიდაზე“ ჯდომა ნიშნავდა მენეჯერულ სტატუსს, ხოლო „საშუალო მაგიდაზე“ გადაყვანა – დამხმარის პოზიციას.

კომპანიის გაყიდვების დირექტორი დენიელ იანგი გაოცებას ვერ მალავდა და აცხადებდა, რომ „გაუგებარია, რატომ ქმნის სკანდალს 53 წლის კაცი სამუშაო მაგიდის გამო“. ბოლოს მან უოკერს განუცხადა: „მაშინ წადი“ და პირდაპირ სამუშაო მაგიდასთან მიიყვანა, რათა სამსახურიდან წასვლის განცხადება დაწერა.

მიუხედავად იმისა, რომ უოკერმა რამდენიმე დღეში განცხადების უკან გაწვევა სცადა, ფირმამ ეს მოთხოვნა უგულებელყო და პირიქით, თანამშრომელი დაჩქარებული პროცედურით, კომპენსაციის გადახდით გაათავისუფლა. ასაკობრივი დისკრიმინაციის ბრალდება სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები