ბრიტანული სპეციალიზირებული გამოცემის, Autocar-ის მიმოხილველები იუწყებიან, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი გეგმავს იმ საავტომობილო კომპანიებს მხარდაჭერა გამოუცხადოს, რომლებიც სრულად ელექტროფიცირებულ ავტომობილებს გამოუშვებენ.
მალე, ბრიტანეთის პარლამენტი სესიაზე ახალ კანონპროექტს გაიტანს, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც 2040 წლისთვის ბენზინისა და დიზელის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება.
ტერეზა მეი ამბობს, რომ ბენზინის და დიზელის ძრავიანი ავტომობილები სრულად არ აიკრძალება, მაგრამ ბრიტანეთში წარმოებულ ყველა მოდელს სვლის მარაგი მინიმ 80 კილომეტრი უნდა ჰქონდეს.
წინათ, ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა 3 000 000 000 ფუნტს სტერლინგს ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის დახარჯავდა. ასევე 225 000 000 ფუნტი სტერლინგი საგზაო ინფრასტრუქტურისა და შუქნიშნების მუშაობის გაუმჯობესებას მოხმარდება.
ასეთივე გზას მიმართავენ ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც. საფრანგეთში ბენზინისა და დიზელის ძრავიანი ავტომობილების აკრძალვა 2040 წლისთვის მოხდება. ნიდერლანდებსა და გერმანიაში 2025 წლისთვის, გერმანიაში კი 2030 წელს.