LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის ყველაზე სწრაფ პოლიციელს ჯერ არავინ გაჰქცევია, ის ფურგონსაც კი დაეწია

120
0_SWNS_FASTEST_COP_001

ბრიტანელი პოლიციელი ფურგონით გაქცეულ დამნაშავეებს ფეხით დაეწია და დაიჭირა. The Mirror-ის ინფორმაციით, ამ ამბის შემდეგ ლუკ უიტსონი ბრიტანეთის ყველაზე სწრაფ პოლიციელად აღიარეს.

ლუკი ისე სწრაფად დარბის, რომ მას არც ერთი ეჭვმიტანილი არ გაჰქცევია. ცოტა ხნის წინ კი პოლიციელმა საკუთარი რეკორდები გააუმჯობესა და მოძრავ ავტომობილს დაეწია.

ფურგონის დევნა სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს და კადრები მოგვიანებით მამაკაცის უფროსობამ გაავრცელა. სამართალდამცავი სატრანსპორტო საშუალებას ფეხით დაედევნა, რადგან ავტომობილით წასვლა ზედმეტად სარისკო იქნებოდა.

ფურგონი მოპარული ნივთებით იყო სავსე. დააკავეს წყვილი, რომელიც ძარცვაში, ცივი იარაღისა და ნარკოტიკის შენახვაშია ეჭვმიტანილი.

სხვა შემთხვევაში უიტსონმა დააკავა 3 გაქცეული თაღლითი, რომლებიც BMW-ს მარკის ავტომობილის გატაცებას ცდილობდნენ. დევნის დროს პოლიციელს რამდენიმე გალავანზე მოუწია გადახტომა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები