LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში დააპატიმრეს კაცი, რომელმაც 22 ტონა ყველი მოიპარა

113
394e0570-950e-11ef-875b-053ddaf3

დიდ ბრიტანეთში დააკავეს ქურდი, რომელმაც 22 ტონა ჩედარის ყველი მოიპარა. ამის შესახებ BBC News წერს.

63 წლის მამაკაცი ლონდონური მაღაზია Neal’s Yard Dairy-ის ძარცვის ბრალდებით დააკავეს. 21 ოქტომბერს ბოროტმოქმედმა და მისმა თანამზრახველებმა საწყობიდან ასობით ყუთი ყველი გაიტანეს და პროდუქციის საერთო ღირებულება 300 ათასი ფუნტი სტერლინგი იყო.

ქურდებმა თავი დისტრიბუტორებად გაასაღეს და ქარხნის თანამშრომლებმაც ნაწარმი მათ ფაქტობრივად უპრობლემოდ გაატანეს. მოპარულ სახეობათა შორისაა Hafod Welsh, Westcombe და Pitchfork, თითოეული ამ ყველის 250-300 გრამიანი ნაჭრის ფასი 7-დან 13 ფუნტამდეა.

ქურდი დაკავებულია, ყველის ქარხანა კი ზარალის ანაზღაურებაზე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები