LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში ვაქცინაციით გამოწვეული საზოგადოებრივი სიკეთე დაითვალეს – რა ინფორმაციას ავრცელებს ბიძინა კულუმბეგოვი

267
1

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოს ანგარიშს ავრცელებს და წერს, რომ ბრიტანეთში ვაქცინაციით გამოწვეული საზოგადოებრი სიკეთე დაითვალეს.

ამ ანგარიშის მიხედვით, ვაქცინაციამ სიკვდილისგან 95 ათასი ადამიანი, ხოლო ინფიცირებისგან 23 მილიონი ადამიანი იხსნა.

ბიძინა კულუმბეგოვი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს:

“ბრიტანეთში ვაქცინაციით გამოწვეული საზოგადოებრი სიკეთე დაითვალეს.

– ვაქცინაციამ ინფექცია თავიდან აარიდა 23 მილიონ ადამიანს.

– ვაქცინაციამ სიკვდილისგან გადაარჩინა 95 ათასი ადამიანი!!!

ამაზე მაგარი საქმე რა უნდა იყოს?! აიცერით!” – წერს კულუმბეგოვი.

დოკუმენტი ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანომ გამოაქვეყნა.

ანგარიში 33 კვირის განმავლობაში მიმდინარე მასობრივი იმუნიზაციის შედეგებს ასახავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g