LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტნი სპირსი სერიალში მიიღებს მონაწილეობას

152

მსახიობმა ტერინ მანინგმა, რომელმაც 2002 წელს ბრიტნი სპირსთან ერთად ითამაშა ფილმში „გზაჯვარედინი“, განაცხადა, რომ მოხარული იყო სპირსთან კვლავ შეხვედრით. საუბარია სერიალზე „ნარინჯისფერი – სეზონის ჰიტი“, სადაც სპირსი და ტერინი მონაწილეობენ.

ამის შესახებ თავად მანინგმა განაცხადა, რომ გახარებულია ამ ფაქტით, რადგან 2002 წლიდან მოყოლებული, ის დარწმუნებული იყო, რომ ბრიტნის კარგი სამსახიობო მონაცემები ჰქონდა, თუმცა, მაშინ ბევრს ამაში ეჭვი ეპარებოდა.

სერიალი ქალთა კოლონიაში ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც რეალურ ფაქტებზე იქნება დაფუძნებული. ის 2013 წელს Netfix-ის არხზე გადაიცემოდა და მთელი არსებობის მანძილზე „ემის“ 16 ნომინაცია მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები