LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტნი სპირსი შვილების გამო ანდერძს შეცვლის

158

ამერიკელი მომღერალი ბრიტნი სპირსი შვილების გამო საკუთარ ანდერძს შეცვლის. ცნობილია, რომ მომღერალმა ის ჯერ კიდევ შვილების დაბადებამდე დაწერა, ამ დროისთვის კი შონი 11-ის, ხოლო ჯეიდენი 10 წლისაა.

ანდერძის ძველი ვერსიით, სპირსის გარდაცვალების შემთხვევაში მისი შვილები 18 წლის ასაკში დედის ქონებას სრულად მიიღებდნენ.

ახალი ვერსიის თანახმად, სპირსის ვაჟიშვილები 18 წლის ასაკში ქონების შეზღუდულ ნაწილს მიიღებენ, 25 წლის ასაკში დამატებითი ნაწილის მფლობელები გახდებიან, ხოლო 35 წლისები ცნობილი დედის ქონების განმკარგველები სრულად გახდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები