ბრიტნი სპირსმა ოფიციალურად დააანონსა საკონცერტო ტურნე, რომელიც მიმდინარე წლის 12 ივლისიდან 24 აგვისტომდე გასტანს. ორი წლის განმავლობაში, შოუს Piece Of Me ის ლას-ვეგასში მართავდა, ამჯერად კი სხვა ქალაქების ჯერი დადგა.
„ვერ ვიჯერებ… ისე მენატრება შოუ Piece Of Me. ძალიან მიხარია, რომ მისი ჩვენების საშუალება ევროპის, ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ქალაქებშიც შემეძლება“, – დაწერა ბრიტნიმ.
კონცერტები მერილენდს, კონექტიკუტს, პენსილვანიას, ბიუ-ჯერსის, ნიუ-იორკსა და ფლორიდას, ევროპულ ნაწილში კი შვედეთს, გერმანიას, ნორვეგიასა და ბელგიას მოიცავს.