LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუს უილისის ქალიშვილი აცხადებს, რომ მამა მას ვეღარ ცნობს – რუმერ უილისის ემოციური განცხადება

166
page

ბრუს უილისისა და დემი მურის უფროსმა ქალიშვილმა, რუმერ უილისმა, მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. 70 წლის მსახიობი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ფრონტო-ტემპორალური დემენცია დაუდგინეს, მას ზოგჯერ ვეღარ ცნობს.

„უსაზღვროდ მადლიერი ვარ, რომ როცა მასთან მივდივარ და ვეხვევი, მნიშვნელობა არ აქვს, მცნობს თუ არა, ის მაინც გრძნობს ჩემს სიყვარულს. არის პერიოდები, როცა ის ვეღარ მცნობს, თუმცა, დღემდე ვხედავ მის თვალებში იმ ნაპერწკალს და ვაფასებ თითოეულ წუთს, რომელსაც მასთან ვატარებ. უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ მის გვერდით ყოფნა, მისი სითბოს შეგრძნება და ჩემი სიყვარულის მისთვის გაზიარება შემიძლია“, – აღნიშნა რუმერმა.

36 წლის რუმერის თქმით, საუბარი მამამისის მდგომარეობაზე მისთვის რთულია, რადგან ხალხი ხშირად ელოდება ოპტიმისტურ პასუხს, მაშინ როცა ასეთი დაავადების აღწერა ერთ-ორ ფრაზაში ვერ ხერხდება.

ფოტო/ვიდეო: ბრიუს უილისის ყოფილმა და ამჟამინდელმა მეუღლეებმა მისთვის წვეულება გამართეს – დემი მური ფოტოებს ავრცელებს

ბრიუს უილისი ლოს-ანჯელესში სეირნობის დროს გადაიღეს – დემენციასთან მებრძოლი მსახიობის უახლესი ფოტოები

„საშინლად ენატრებათ მამა“ – ემმა ჰემინგი ბრიუს უილისის სხვა სახლში გადასვლის შემდეგ, ახალ დეტალებს ასაჯაროებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები