ბრიუს უილისის მეუღლემ, ემმა ჰემინგმა გულწრფელად ისაუბრა მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავს არ აქვს გააზრებული, რომ ის დემენციას ებრძვის.
„ბრიუსმა არ იცის, რომ დემენცია აქვს, ის ამ ფაქტს ვერ იაზრებს. ეს მისთვის ერთდროულად კურთხევაც არის და ტკივილიც. გულწრფელად ვამბობ, რომ მიხარია, ასე რომ არის. მიხარია, რომ მან ეს არ იცის“ – განაცხადა ემმამ პოდკასტში.
ცნობისთვის, გასულ წელს ბრიუსი იძულებული გახდა, სპეციალურად ადაპტირებულ სახლში, ოჯახისგან მოშორებით გადასულიყო საცხოვრებლად. ამის გამო ემმა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა.
შეგახსენებთ, უილისი 2022 წელს ჰოლივუდს ჩამოშორდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მას „აფაზია“ დაუდგინეს, დაავადება, რომელიც მეტყველებასა და სმენის უნარს აქვეითებს. 2023 წელს ოჯახმა გაამხილა, რომ მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა და მსახიობს „ფრონტოტემპორალური დემენცი“ა (FTD) დაუდგინდა.
ბრიუს უილისის ქალიშვილი აცხადებს, რომ მამა მას ვეღარ ცნობს – რუმერ უილისის ემოციური განცხადება


