ბრიუსელის აეროპორტი თვითმფრინავების თავიდან ბოლომდე შემოწმებას დაიწყებს. აეროპორტში გამოჩნდა სუპერთანამედროვე სკანერის აპარატი, რომელსაც უზარმაზარი ხომალდის შესამოწმებლად 10 წუთზე ნაკლები დრო დასჭირდება. ამიერიდან ბელგიის დედაქალაქში ჩაფრენილ ყველა თვითმფრინავს როგორც მიღებისას, ასევე გაშვებისას შეამოწმებენ ხოლმე. აპარატს კოდური სახელწოდება Z Backscatte დაარქვეს და მას ბორტზე ნაღმის, ნარკოტიკისა და სიგარეტის პოვნაც კი შეუძლია.
სააგენტო „RTL“-ის ინფორმაციით, უნიკალური აპარატის ღირებულება 1 200 000 ევროა და ამ მომენტისთვის მსგავსი სკანერი მხოლოდ პარიზისა და ლონდონის აეროპორტებს აქვთ.