LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელში ბაყაყებს გზაზე გადასვლაში მოხალისეები დაეხმარებიან

132
5255

ბრიუსელში ბაყაყებს დაეხმარებიან, რომ წყალსაცავებამდე უსაფრთხოდ მივიდნენ. მოხალისეები გადატვირთულ მაგისტრალებს მათ „ხელით“ გადაატარებენ. სიახლის შესახებ The Guardian წერს.

ძალიან ხშირ შემთხვევაში წყალსაცავებისა თუ ჭაობებისკენ გზა ხმაურიან გზებზე გადის, ამიტომ ამფიბიები ავტომობილთა საბურავების ქვეშ ძალიან ხშირად ხვდებიან.
მოხალისეები გზებთან ყოველდღიურად იმორიგევებენ რათა ცხოველებს დაეხმარონ. პარასკევობით მათ სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდებიან ხოლმე.

თებერვალი – ეს არის დრო ,როცა ახალგაზრდა ამფიბიები ზამთრის ძილისგან იღვიძებენ და გასამრავლებლად წყლებისკენ მიდიან. 10 წლის წინ გამრავლების პერიოდი გაზაფხულის დასაწყისს ემთხვეოდა, თუმცა გლობალური დათბობის გამო ყველაფერი შეიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები