ბრუკლინ ბექჰემმა ოჯახში მიმდინარე საჯარო დაპირისპირების შემდეგ, სოციალურ მედიაში დუმილი დაარღვია. 26 წლის ბრუკლინმა ტიკ-ტოკზე მეუღლესთან ერთად გადაღებული რომანტიკული ვიდეო გაავრცელა.
ვიდეო აშკარად უსვამს ხაზს ბრუკლინისა და ნიკოლა პელტცის მყარ ურთიერთობას. ალბათ სწორედ ეს გახლდათ ბექჰემების უფროსი ვაჟის მთავარი „მესიჯი“.
ცნობისთვის, ვიქტორია და დევიდ ბექჰემები პარიზში, შვილებთან ერთად საჯაროდ პირველად გამოჩნდნენ მას შემდეგ, რაც უფროსმა ვაჟმა მათ სკანდალური ბრალდებები წაუყენა. ოჯახი პარიზში Haute Couture Fashion Week-ის ფარგლებში იმყოფება, თუმცა ვიზიტის მთავარი მიზეზი ვიქტორია ბექჰემის განსაკუთრებული აღიარებაა.
მოდის დიზაინერი და Spice Girl-ის ყოფილი წევრი საფრანგეთის კულტურის სამინისტროს მიერ „ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენით“ დაჯილდოვდა. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ქვეყანაში. აღნიშნული ორდენი ენიჭებათ იმ პირებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ხელოვნების, ლიტერატურისა და კულტურის განვითარებაში.