ქსელში BTS-ის ახალი სიმღერის პრემიერა შედგა. ჰოლზისთან კოლაბორაცია, Boy with Luv, ლეიბლის, Big Hit Youtube არხზე კლიპთან ერთად რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ სიახლის რელიზი სამხრეთ კორეულმა ბენდმა მორიგი მინი ალბომის გამოსვლას დაამთხვია. Map of the Soul: Persona, რომელიც კოლექტივის მეექვსე EP-ია, გაყიდვაში ოფიციალურად დღეს ჩაეშვა.
გაირკვა, რომ დისკი საერთო ჯამში 7 ტრეკს აერთიანებს, რომელთაგან Persona-ს მუსიკალური რგოლი, რომელშიც მხოლოდ RM რეპავს, ჯერ კიდევ 27 მარტს გამოვიდა.
აღსანიშნავია, რომ ფირფიტაში ასევე ედ შირანთან თანამშრომლობის, Make It Right მოსმენაა შესაძლებელი.