LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BTS-მა ახალი ალბომი გამოუშვა – ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ტრავმა მიიღო

132
photo-collage.png

BTS-ის ,,არმისთვის” და მუსიკალური სამყაროსთვის მნიშვნელოვანი დღეა.

სამხრეთ კორეულმა ბენდმა მეექვსე კორეული და მეათე საერთო სტუდიური ალბომი –
Arirang გამოუშვა. ეს არის პირველი სრული ალბომი თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, რაც ჯგუფის წევრებმა სამხედრო სამსახური დაასრულეს.

ალბომის სახელწოდება მომდინარეობს კორეული ხალხური სიმღერიდან – Arirang, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს კავშირს, მონატრებასა და გაერთიანებას.

წევრების თქმით, ეს პროექტი ასახავს მათ კორეულ ფესვებსა და იდენტობას.

ალბომი მოიცავს 14 ძირითად ტრეკს, მათ შორის მთავარ სინგლს – Swim, რომლის მუსიკალურ ვიდეოშიც მსახიობი, ლილი რეინჰარტი მონაწილეობს.

ალბომის პრომოუშენისთვის, კოლექტივი 21 მარტს უფასო ქამბექ-კონცერტს გამართავს – პერფორმანსი სეულში, გვანგჰვამუნის მოედანზე ჩატარდება, რომლის ტრანსლაციაც Netflix-ზე მოხდება.

ასევე, ,,ნეტფლიქსზე” 27 მარტს, დოკუმენტური ფილმის – BTS: The Return პრემიერა შედგება.

9 აპრილიდან, ,,ბითიესი” მასშტაბურ მსოფლიო ტურნეს დაიწყებს, რომელიც 2027 წლამდე გაგრძელდება.

BTS-ის პირველი ლაივ-პერფორმანსი თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, Netflix-ზე გადაიცემა

გავრცელებული ინფორმაციით, რეპეტიციების დროს ჯგუფის ლიდერმა, RM-მა კოჭის ტრავმა მიიღო, რის გამოც ხვალინდელ კონცერტზე მისი ქორეოგრაფიული შესრულება შეზღუდული იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები